რუსული კანონი

გახარია რუსულ კანონზე: ოცნებას ეს იმისთვის დასჭირდა, რომ საზოგადოება 2 ნაწილად გაყოს

9 აპრილიდან 35 წელი გავიდა და ჩვენ, ქართველებს, ის დიდი ეროვნული მოძრაობა, რომელიც ამ ადამიანებმა დაიწყეს, დასამთავრებელი გვაქვს - ყველას ერთად. ამისთვის ყველაზე კარგი მომენტი ახლაა - საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა მშვიდობითა და წინსვლით დავასრულოთ.

ქართულ ოცნებას ეს [რუსული კანონი] იმისთვის დასჭირდა, რომ ქართული საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპიროს და ის 2 ნაწილად გაყოს - ვიღაცას უკვე ფორმალურად, იურიდიულად დაარქვას აგენტი, მოღალატე - ვიღაცას კი პატრიოტი. ეს ურთიერთდაპირისპირების მხოლოდ ის გარემოა, რომელშიც, შესაძლებელია, რომ ოცნებამ არჩევნებზე თავი გადაირჩინოს.

თქვა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ 9 აპრილის მემორიალთან, სადაც მან 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

კომენტარები