პოლონეთი-ისრაელი

ტუსკი: ისრაელმა პოლონელი მუშაკის მკვლელობისთვის კომპენსაცია უნდა გადაიხადოს

 REUTERS/Aleksandra Szmigiel/File Photo

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, ისრაელმა ჰუმანიტარული დახმარების პოლონელი მუშაკის მკვლელობისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

დონალდ ტუსკმა თქვა, რომ ისრაელისგან ელიან სიტყვებს "ვწუხვარ", ინციდენტის გარემოებებზე სრულ ინფორმაციას და კომპენსაციას ოჯახის წევრებისთვის. მისი თქმით, პოლონეთში ისრაელის ელჩის, იაცოვ ლივნეს განცხადებას მარტივი, ადამიანური "ბოდიში" აკლდა. 

"მსურს, რომ ისრაელის წარმომადგენლებმა პატივი სცენ პოლონელი ხალხის გამართლებულ ემოციებს და ამ საკითხზე პირდაპირ და ცხადად კომუნიკაცია შედგეს" - თქვა დონალდ ტუსკმა. 

2 აპრილს ღაზაში ისრაელის იერიშს საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა, მათ შორის, პოლონეთის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადის და ავსტრალიის მოქალაქეები. პოლონეთში ისრაელის ელჩმა იაცოვ ლივნე მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა და თქვა, რომ ისრაელი ამ შემთხვევას სრულად გამოიძიებს და შესაბამის ზომებს მიიღებს. 

კომენტარები