ალტ-ინფო

მორგოშია: ალტ-ინფომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა

კონსტანტინე მორგოშია

პუტინისტური, ძალადობრივი ალტ-ინფო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პრორუსული მოძრაობის ლიდერი კონსტანტინე მორგოშია საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

"კონსერვატიულმა მოძრაობა ალტ-ინფომ სისტემური ზეწოლის პირობებში საარჩევნო რეგისტრაცია წარმატებით გაიარა და 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა.

გილოცავთ თანამებრძოლებო, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადა, წინ დიდი გამარჯვება გველოდება". - წერს მორგოშია.

კომენტარები