რუსული კანონი

გიგაშვილი რუსულ კანონზე: წინა წელს ხომ გავიწვიეთ უკან, ახლა ნახავთ თქვენ

რატომ უნდა გასდიოდეთ ამდენი და ხალხის ასეთი გამწარება, ანუ ტრიბუნიდან იმ მოტივით საუბარი, რომ აი, ახლა მე თქვენ გაჩვენებთ.

წინა წელს ხომ გავიწვიეთ უკან კანონი, ახლა ნახავთ თქვენ.

ესენი არჩევნებით თუ არ გადავაგდეთ, ოღონდ მართლა - გადავაგდეთ, მართლა გაუგონარ წუმპეში ვართ.

წერს Facebook-ზე პიანისტი გიორგი გიგაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება.

კომენტარები