რუსული კანონი

ხაბარელი რუსულ კანონზე: მაშინაც დავუჭირე მხარი და დღესაც დავუჭერ

მე [რუსულ კანონს] მაშინაც დავუჭირე მხარი და დღესაც დავუჭერ. იმიტომ, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, ეს მავნებელი არასამთავრობო ორგანიზაციები რა ფულით ფინანსდებიან [...] მას შემდეგ, რაც ეს კანონი უკან გავიწვიეთ, მათ 1 წელზე მეტი ჰქონდათ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ თავისი ფინანსები გამჭვირვალე გაეხადათ, პირიქით, მალავდნენ და ცინიკოსობდნენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საქართველოსა და მისი სუვერენიტეტისთვის აუცილებელია, რომ ეს კანონი მივიღოთ.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, შოთა ხაბარელმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება

კომენტარები