რუსული კანონი

პაპუაშვილი რუსულ კანონზე: გაგივიდათ შარშან, წელს არ გამოგივათ, ქართველ ხალხს ნუ ატყუებთ

ეს არის ანტიქართული პროპაგანდა, რომელსაც თქვენ აქ ეწევით. ქართულ პარლამენტში ანტიქართულ პროპაგანდას და ამ ძახილის უფლებას არ მოგცემთ, ყველასთან გავთიშავ მიკროფონს, ვინც რუსულ კანონს გამოიყენებს. ანტიქართულ პროპაგანდას დაანებეთ, ქართველ ხალხს ნუ ატყუებთ, გაგივიდათ შარშან, წელს არ გამოგივათ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტში. ამ განცხადებიდან მალევე მან დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დარბაზიდან გააძევა.

არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება. 

კომენტარები