ჰავანის სინდრომი

სენატორი რიში ჰავანის სინდრომის საქმეზე: პუტინის დაიგნორება სიტუაციას გააუარესებს

  Greg Nash

სენატორმა ჯიმ რიშმა კომენტარი გააკეთა The Insider-ის, 60 Minutes-ის და Der Spiegel-ის საერთო გამოძიებაზე რომლის მიხედვითაც, მოიპოვეს სამხილები, რომ ე.წ. ჰავანის სინდრომი, აუხსნელი ჯანმრთელობის ანომალიები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკელ დიპლომატებს ემართებოდათ, შესაძლოა, გამოწვეული იყოს რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ГРУ-ს სპეციალურ დანაყოფ 29155-თან და მათ მიერ მიმართული ენერგიის იარაღის გამოყენებასთან.

ჯიმ რიშის თქმით, გამოძიება ჰავანის სინდრომის შესახებ და რუსეთის თავდასხმები აშშ-ს მოქალაქეებზე შეხსენებაა, თუ როგორ ცდილობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკისთვის ზიანის მიყენებას. 

"მისი დაიგნორება ან სხვა მხარეს გახედვა სიტუაციას გააუარესებს" - წერს სენატორი ჯიმ რიში სოციალურ ქსელ X-ში. 

The Insider-ის გამოძიებას ინფორმაციის გადამოწმებასა და მოპოვებაში ტაბულას გუნდიც დაეხმარა.

კომენტარები