პიანისტ გიორგი გიგაშვილს, მანჩესტერში, დიდ ბრიტანეთში, Terrence Judd-Hallé-ის ჯილდო გადაეცა.
პრემია ყოველ წელს ერთ პიანისტს გადაეცემა. 2024/25 წლის გამარჯვებული, გიორგი გიგაშვილი, BBC Radio 3-მა აირჩია.
"არ ვიცი რამდენად სწორია ახლა ამ პოსტის დადება, როცა ყველა თამაშისთვის ემზადება, მაგრამ…
Terrence Judd-Hallé ჯილდო გადმომეცა მანჩესტერში, დიდ ბრიტანეთში. ეს პრემია ყოველ წელს ერთ პიანისტს გადაეცემა და 2024/25 წლის გამარჯვებული მე გავხდი, რაც ჩემი პირველი ჯილდოა საერთოდ და თან ასეთი, და მინდოდა რომ უბრალოდ გამეზიარებინა თქვენთვის".- წერს პიანისტი სოციალურ ქსელში.