ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 27 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 27 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოს" ასახელებს.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სუნდუკიანის, რომის, მაზნიაშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ჩიქობავას, ჩერნიშევსკის, არჩილ და გია ქურდიანების და ზაქარია ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას.    

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.    

ვაკის და საბურთალოს რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გივი სვანიძის, უნივერსიტეტის, პეტრე ქავთარაძის, მიხეილ თამარაშვილის, მიშველაძის, წერეთლის,  ოთარ ლორთქიფანიძის და ტარიელ სვანიძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა მოწამე ვასილისკოს, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის და ჯიქიას ქუჩების მოსახლეობას.    

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის (ნაწილობრივ), გია რომელაშვილის და დავით ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.    

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბოროდინის, ნიკოლოზ იზაშვილის, სართიჭალის, ფაღავას, ხერხეულიძის, ვაჟა ივერიელის, ხახანაშვილის და წინანდლის ქუჩების მოსახლეობას.    

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, კალისტრატე ცინცაძის, ყავლაშვილის, ლეონიძის, დადიანის, პუშკინის, ოქრომჭედლების, კოტე აფხაზის, ვერცხლის, ალექსანდრე დიუმას, ავლევის, ლერმონტოვის, აბესაძის, აბო-თბილელის, გრიგოლ ხანძთელის, ანტონ კათალიკოსის, კუფტინის, საიათნოვას, ვახტანგ ბერიძის და ჯიბლაძის ქუჩების მოსახლეობას.   

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები