ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასი ტყვეების გაცვლაზე და ცეცხლის შეწყვეტაზე აშშ-ს შეთავაზებას არ დათანხმდა

ჰამასის წევრები ისრაელთან 2014 წლის ომის დაწყების დღეს აღნიშნავენ, 2023 წლის ივლისი.  
MAJDI FATHI/NURPHOTO/ZUMA PRESS

ჰამასი აშშ-ს მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ტყვეების გაცვლაზე და დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდა. 25 მარტს ცნობილი გახდა, რომ ისრაელი მზად იყო 40 ისრაელელი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ 800 პალესტინელი პატიმარი ციხიდან გამოეშვა, მათ შორის 100 მკვლელობაში ბრალდებული. აღნიშნული შემოთავაზების ინიციატორი აშშ იყო.

პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციის ცნობით, ისინი მოლაპარაკებების პროცესში თავიანთ თავდაპირველ პოზიციებზე დარჩებიან. ჰამასი ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების გასვლას შეთანხმების მთავარ პირობად აყენებს. ისრაელი მუდმივად უარყოფს ღაზიდან სრულად გასვლის შემოთავაზებას. ისრაელის წარმომადგენლების თქმით, ეს შემოთავაზება სრულიად ილუზიურია. 

როგორც ცნობილია, ღაზის სექტორში ჰამასის ტყვეობაში ამ დრომდე დაახლოებით 130 ისრაელელი მძევალი იმყოფება. ჰამასი ჯერჯერობით ისრაელს ვერ აწვდის ინფორმაციას, თუ ვინ არის ცოცხალი და გარდაცვლილი ისრაელელი მძევლებიდან. 

კომენტარები