კრიმინალი

ექიმი ვაზისუბანში დაჭრილ ქალზე: მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები ჰქონდა – ახლა სტაბილურია

ინგოროყვას კლინიკა

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი განყოფილების ხელმძღვანელის, ანა დალაქიშვილის თქმით, ვაზისუბანში მეზობლის მიერ დაჭრილ ქალს სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა. 

"შემოყვანილ იქნა ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები მთელ სხეულზე. შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, გამოხატული იყო ტრავმულ-ჰემოლოგიური შოკი. ჩატარებული გამოკვლევებით გამოვლინდა ქალა-სარქვლის დაზიანება, სკალპის ღია ჭრილობაც, ცხვირის ღია ჭრილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა.

ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, იმყოფება დაკვირვების და მეთვალყურეობის ქვეშ. გონზეა, კონტაქტურია, ადეკვატურია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - ამბობს ანა დალაქიშვილი. 

თბილისში, ვაზისუბანში 30 წლის ქალი მეზობელმა კაცმა დაჭრა და კიდურები მოატეხა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს გულმკერდის, მუცლის, ზურგის ხელების და თავის არეში ათზე მეტი ჭრილობა დანით აქვს მიყენებული - ამ დროისთვის ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები