დიდი ბრიტანეთი

8 წლის გოგო, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა, ქეით მიდლტონს ამხნევებს და ბრძოლისკენ მოუწოდებს

Getty Images

8 წლის მილა სნედონმა, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა, ქეით მიდლტონს გამამხნევებელი წერილი მიწერა, სადაც მოუწოდებს, რომ მის მსგავსად იბრძოლოს და სიმამაცე გამოიჩინოს. მილა სნედონს ლეიკემიის დიაგნოზი 4 წლის ასაკში დაუსვეს და მან სიმსივნე 2 წლის წინ დაამარცხა. 

2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა ონლაინ კამპანია დაიწყეს, სადაც ხალხი ფოტოების საშუალებით თავიანთ გასაჭირს აზიარებდა. მილა სნედონმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ჩანდა, თუ როგორც მკურნალობდა მილა ლეიკემიას და მამას დისტანციურად ელაპარაკებოდა. ამ ფოტოს გავრცელების შემდეგ ქეით მიდლტონმა მილა მშობლებთან ერთად ედინბურგის სასახლეში დაპატიჟა და მილას პირადად შეხვდა. 2021 წელს მილა სნედონი ვესტმინსტერის სააბატოს საშობაო კონცერტსაც ესწრებოდა. 

სოციალურ ქსელ X-ში პოსტი მილა სნედონის დედამ გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ის და მილა ძალიან განიცდიან ქეით მიდლტონის დიაგნოზს და დარწმუნებულები არიან, რომ ისევე დაამარცხებს ამ დაავადებას, როგორც ეს მილამ შეძლო. მილას დედის თქმით, როდესაც 22 მარტს უელსის პრინცესას დიაგნოზის შესახებ შეიტყვეს მილამ სთხოვა, რომ პრინცესისთვის გამამხნევებელი ბარათი გაეგზავნა. 

"ის მამაცი იქნება, რადგან მე ვიყავი და ის ისე იბრძოლებს, როგორც მე ვიბრძოდი" - თქვა 8 წლის მილამ. 

ქეით მიდლტონმა 22 მარტს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჰყვება, რომ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ქიმიოთერაპიის პრევენციულ მკურნალობას იტარებს. უელსის პრინცესამ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი თებერვლის ბოლოს დაიწყო, თუმცა არ დაუკონკრეტებია სიმსივნის ტიპი.

კომენტარები