თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

ФСБ-ს ხელმძღვანელის თქმით, საკონცერტო დარბაზის ტერაქტში ეჭვმიტანილები დააკავეს

SHOT

ФСБ-ს ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბოტნიკოვის თქმით, 22-23 მარტის ღამეს მოსკოვში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზის ტერაქტში ეჭვმიტანილები დააკავეს.

4 ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ФСБ-ს ხელმძღვანელმა პირადად ვლადიმირ პუტინს მოახსენა. როგორც ცნობილია, ФСБ-მ სულ 11 ადამიანი დააკავა, რომელთაგან 4 Crocus City Hall-შ განხორციელებულ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილია. ამის შესახებ ინფორმაცია Interfax-მა კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა.

ალექსანდრ ბოტნიკოვის თქმით, ФСБ ამჟამად თავდამსხმელების თანამზრახველების იდენტიფიკაციაზე მუშაობს. 

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ალექსანდრე ხინშტეინმა დაადასტურა მედიის ინფორმაცია, რომ 23 მარტის ღამეს ბრიანსკის ოლქში ტერაქტთან კავშირში მყოფი ორი ადამიანი დააკავეს, რომლებიც Renault-ის მარკის თეთრ ავტომობილში იმყოფებოდნენ. მისი ინფორმაციით, მანქანის მძღოლი სამართალდამცავების მოწოდების მიუხედავად, არ გაჩერებულა და გაქცევა სცადა. როგორც ცნობილია, დევნის დროს ეჭვმიტანილებმა და სამართალდამცავებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს და ეჭვმიტანილების მანქანა ამოტრიალდა. ხინშტეინის ინფორმაციით, მანქანაში პისტოლეტი, კალაშნიკოვის ავტომატი და ტაჯიკეთის მოქალაქეების პასპორტები იპოვეს. 

კომენტარები