ჩრდილოეთ კორეა

ბლინკენის სეულში ვიზიტის პარალელურად ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გაისროლა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთით ზღვისკენ მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაისროლა

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მოკლე რადიუსის რამდენიმე რაკეტის გაშვება დაახლოებით დილის 8 საათზე ფხენიანიდან მოხდა და რაკეტებმა ზღვაში ჩამოვარდნამდე 300 კმ დაფარეს. 

მომხდარი დაგმო იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ. 

ფხენიანის მხრიდან აგრესიული გზავნილები განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი 10-დღიანი სამხედრო წრთვნები გამართეს. 

ბოლო კვირების მანძილზე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ჯარისკაცებს რამდენჯერმე მოუწოდა, გაზარდონ ძალისხმევა ომისთვის მოსამზადებლად.

ამავდროულად, სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეისგან მოსალოდნელი პროვოკაციის გამო მაღალი სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა

კომენტარები