არჩევნები 2024

ხვიჩია: ბარიერის გადალახვის 100%-იანი შანსი გვაქვს, თუ ჯაფარიძე ხელს არ შეგვიშლის

გასაგებია, რომ ყველა რისკავს. ვისაც გადალახვის შანსი აქვს, და ჩვენ 100%-იანი შანსი გვაქვს, თუ ზურა ჯაფარიძე ხელს არ შეგვიშლის და რომელიმე პარტიაში შევა. ამას დამატებული, ნაცური პარტიები თუ ერთად შეგროვდება. ზურა ჯაფარიძის პარტია მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ჩვენ შეგვიშალოს ხელი. არანაირი სხვა დანიშნულება, კეზერამაც კი იცის, დამფინანსებელმა, რომ არ გააჩნიათ. ნაცებს რატომ ართმევენ ხმებს? ფიზიკურად, დონორი ერთი და იგივე ჰყავთ. ნაცების დონორი აფინანსებს პარტიას, რომელიც ბარიერს ვერ გადალახავს დამოუკიდებლად. ყველას ესმის ამ ქვეყანაში, რომ ერთი გირჩი თუ დარჩა ბიულეტენში, ის გადალახავს ბარიერს. ხელოვნურად არის ორი გირჩი, სინამდვილეში კი ორი არ არის. გირჩი ერთია, ყოველთვის ერთი იყო, მეორე ეს არის ნაცმოძრაობის დანამატი,რომელსაც ერთი და იგივე დონორი ჰყავს ნაცმოძრაობასთან ერთად და შიგნით ვერ გადაუწყვეთიათ, მართლა ებრძვიან ქართულ ოცნებას თუ არა, მოგება უნდათ თუ არა. 

ამბობს გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია TV PIRVELI-ს ეთერში. 

კომენტარები