კრიმინალი

ყალბი $9 600-ის გასაღების ბრალდებით 2 პირი, ეგვიპტის და ერაყის მოქალაქეები დააკავეს

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი, ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეები.

"გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოში დროებით მცხოვრებმა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა 2024 წლის 14 მარტს უკანონოდ გაასაღეს ყალბი 9 600 აშშ დოლარი, რა დროსაც, ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს" - აცხადებს სუს-ი. 

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. სუს-ი აღნიშნავს, რომ "გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე".

კომენტარები