აშშ

კალიფორნიის ქალაქი ბერკლი აბორიგენ ტომს მათ წმინდა მიწას დაუბრუნებს

AP Photo/Jeff Chiu

კალიფორნიის შტატის ქალაქი ბერკლი აბორიგენ ამერიკელ მოსახლეობას, ოჰლონეს ხალხს, მათი ტომის წმინდა მიწას დაუბრუნებს. 2.2 აკრის ფართობის წმინდა მიწა, სადაც ამჟამად საპარკინგე სივრცეა მოწყობილი, დაახლოებით 5 000 წელია, რაც აბორიგენი ტომის წმინდა ადგილადაა მოხსენიებული.

ოჰლონეს ხალხის მტკიცებით, ეს მიწა სან ფრანცისკოს ყურეში ადამიანების ერთ-ერთი პირველი ნამოსახლარის ნაწილია და მათმა წინაპრებმა აქ დასახლება 5 700 წლის წინ დაიწყეს. 

"ეს ისტორიული ნაბიჯია წარსულის შეცდომების გამოსწორებისთვის და მომავალში რეგიონის მრავალფეროვანი ისტორიის მიღებისთვის" - თქვა ქალაქ ბერკლის მერმა ჯესი არეგინმა.

მიწის გადაცემისთვის ოჰლონეს ხალხი წლების განმავლობაში იბრძოდა. ასევე ფინანსურ კომპენსაციას ითხოვდა დეველოპერული კომპანია, რომელიც აქამდე ამ მიწას ფლობდა. საბოლოოდ, კომპანიას შესაბამისი თანხა ბერკლიმ და საქველმოქმედო ფონდებმა გადაუხადეს. 

კომენტარები