არჩევნები 2024

ვაშაძე კობახიძეს: თითოეული ლიტრი საწვავიდან 1,50 ლარი სად მიდის?

მინდა, ირაკლი კობახიძეს მივმართო - კითხვას თავს რატომ არიდებ? თითოეული ლიტრი საწვავიდან 1,50 ლარი სად მიდის? ბენზინი და დიზელი საქართველოში ასეთი ძვირი რატომ არის? ხალხს ცხოვრებას რატომ უძვირებთ? საქართველოს მოქალაქეებს თქვენ სასარგებლოდ რა ბეგარას ახდევინებთ? თქვენ ამ შეკითხვებს პასუხები უნდა გასცეთ. როგორ შეიძლება, ადამიანმა თავი ასე აარიდო იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აქვს. ეს ხომ მარტო ჩემი კითხვა არ არის. ეს იმ უამრავი ადამიანის შეკითხვაა, ვინც ამ ძვირ საწვავს საკუთარ მანქანაში ასხამს.

თუ არ გეშინიათ, გამოდით და ღიად გვითხარით, ეს 1,50 ლარი სად მიდის. საზღვარზე შემოტანის დროს საწვავი 1,65 ღირს, ბენზინგასამართ სადგურებზე კი ფასი ორმაგდება. ეს ყველაფერი იმ მაფიოზური, კლანური მონოპოლიის ბრალი ხომ არ არის, რომელიც თქვენ სხვადასხვა ბიზნესთან ერთად საქართველოში ჩამოაყალიბეთ? და საიდანაც ეს ფული თქვენს ჯიბეებში ილექება. 

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, კოალიცია გამარჯვების პლატფორმის წევრი, გიორგი ვაშაძე.

კომენტარები