ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ დოღლაურში 50 წლამდე მამაკაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება დაიწყო სსკ-ს 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.