კრიმინალი

მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ვიდეოები გაავრცელა – დააკავეს 20 წლის კაცი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით 20 წლის კაცი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, მისი მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები უკანონოდ მოიპოვა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, ბრალდებული  სოციალურ ქსელ Facebook-ის ყალბი  გვერდის გამოყენებით დაუკავშირდა დაზარალებულს და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებისა და ვიდეო ჩანაწერების გავრცელების მუქარით, უსიტყვო მორჩილება და კონკრეტული ქმედებების შესრულება, მათ შორის, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების გადაგზავნა და დაზარალებულის სოციალურ ქსელ Facebook-ის პაროლის გადაცემა მოსთხოვა. გარდა ამისა, იგი პირადად უკავშირდებოდა დაზარალებულს და სთხოვდა, ჰქონოდათ სასიყვარულო ურთიერთობა, ხოლო უარის მიღების შემდეგ, დაზარალებული ქალის დაკნინების მიზნით, სოციალურ ქსელ Facebook-ის ყალბ გვერდზე ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები საჯაროდ განათავსა. 

დაზარალებულის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები მოკლე დროში წარმართა. სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონში ნახეს და ამოიღეს დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალა, რის შემდეგაც ბრალდებული დააკავეს" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

დაკავებულს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე წარედგინა. მუხლი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები