პარტია ახალი

მელია კეზერაშვილზე: მისი კვალი ამ პარტიაში არ და ვერ იქნება, ამაზე არის სრული კონსენსუსი

ნიკა მელია და ნიკა გვარამია პოლიტიკური გაერთიანება "ახალის" პრეზენტაციაზე, 11 მარტი 2024 წელი

ნიკა მელიას თქმით ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებისას არ განიხილება კეზერაშვილთან თანამშრომლობა. 

მელიამ ამის შესახებ, ჟურნალისტის დასმულ კითხვას – თქვენ ამბობთ, რომ სამომავლო გაერთიანებებს არ მოერიდებით, მათ შორის როგორც სტატისტიკა გვაჩვენებს ნაციონალურ მოძრაობის გარეშე შეუძლებელია, რომ სერიოზული ცვლილება მოხდეს ხომ, აქ შემოდის კეზერაშვილის პერსონა, რომელიც თქვენთვის იყო ოლიგარქი, ხშირად მოიხსენიებდით როგორც ოლიგარქს, ბატონი ნიკა გვარამია ამბობდა, რომ ის არის მისი მეგობარი და პარტნიორი. ამ საკითხზე როგორ შეთანხმდით? - უპასუხა.

"მას არასოდეს არ უთქვამს, რომ ის არის მისი პარტნიორი, მას წარსულში აკავშირებდა ის ურთიერთობა, რაზეც ის საუბრობდა, ასე მეც კი მქონია მასთან ურთიერთობა, ჩვენ თუ რამეზე ნაკლებად გვისაუბრია ,ამაზე ვისაუბრეთ. ჩემთვის ეს ადამიანი რჩება ისეთად როგორიც არის, მე ვფიქრობ არასოდეს არაფერი არ შეიცვლება მასთან დაკავშირებით. ეს მისი არჩევანი იყო, რა ნაბიჯებიც გადადგა მის ცხოვრებაში.

მე მას არაერთხელ ვურჩიე, რომ თუ ის დისტანცირდებოდა ქართული პოლიტიკისგან ეს უკეთესი იქნებოდა ქართული ოპოზიციური მოძრაობისთვის, დანარჩენი ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, თუმცა მისი კვალი ამ პარტიაში არ და ვერ იქნება და ამაზე არის სრული კონსენსუსი, შეთანხმება მთელ ჩვენს, ასე ვთქვათ, გუნდში".- თქვა მელიამ. 

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, "მაშინ ნაციონალურ მოძრაობასთან როგორ ითანამშრომლებთ", ნიკა მელია პასუხობს: 

"ჩვენ ვაპირებთ ამ ეტაპზე თანამშრომლობას ამომრჩეველთან, თქვენთანაც ვაპირებთ თანამშრომლობას, როგორც ამომრჩეველთან, გულახდილად გითხრათ და მე ვფიქრობ სხვა პარტიებმა, მათ შორის ნაციონალურმა მოძრაობამაც, უნდა იფიქრონ ისინი როგორ ითანამშრომლებენ ჩვენთან არჩევნების შემდეგ".

კომენტარები