ოპოზიციური გაერთიანება

11 მარტს მელია-გვარამიას გუნდების დასკვნით შეხვედრაზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება

ნიკა მელია/ნიკა გვარამია
BeFunky

ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას პოლიტიკური გუნდების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვალ, 11 მარტს სასტუმრო შერატონში მათი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, ხვალვე გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში.

ცნობისთვის, პოლიტიკური პარტიის ფორმირებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებას მელია თებერვლიდან აანონსებს. აქამდე მან მხოლოდ მომავალი პარტიის საარჩევნო ნომერი წარადგინა.

თავის მხრივ, ბოლო კვირების განმავლობაში ნიკა გვარამია საკუთარი პოლიტიკური გუნდის, ახალის ახალ წევრებთან დაკავშირებით Facebook-სტატუსებს ხშირად აქვეყნებს. ბოლო დღეებში მის გუნდს შეუერთდნენ ყოფილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი და ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი.

კომენტარები