ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

პენტაგონი: სიცრუეა, რომ ჩვენ მიერ ჩამოყრილმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ ხალხი იმსხვერპლა

პენტაგონის პრესსპიკერი, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალი პატ რაიდერი
defense.gov / Navy Petty Officer 2nd Class Alexander Kubitza

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტში უარყოფენ, რომ ღაზის სექტორში მათ მიერ ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდებას ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მედიის ცნობები, რომ აშშ-ს საჰაერო დახმარებას სამოქალაქო პირების მსხვერპლი მოჰყვა, სიცრუეა, რადგან დავადასტურეთ, რომ ჩვენი დახმარების ყველა შეფუთვა მიწაზე მშვიდობიანად დაეშვა." – თქვა რაიდერმა.

რაიდერის თქმით, ცნობა გავრცელდა 5 წუთით ადრე, ვიდრე აშშ ჰუმანიტარულ დახმარებას ჩამოყრიდა, რის გამოც დარწმუნებული არიან, რომ მათ ამანათებს მსხვერპლი არ გამოუწვევია. ამას გარდა, პენტაგონის სპიკერის თქმით, არ შეუძლია დაამტკიცოს ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობა 5 ადამიანის დაღუპვის შესახებ.

აქამდე მედიებში გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ს მიერ საჰაერო გზით მიწოდებულ ჰუმანიტარულ დახმარებას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რადგან შეფუთვების პარაშუტი ვერ გაიხსნა და ხალხს დაეცა. ადგილობრივები ირწმუნებოდნენ, რომ ეს აშშ-ს მიწოდებული საჰაერო დახმარება იყო.

კომენტარები