ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ადგილობრივების ცნობით, ღაზაში აშშ-ს ჩამოყრილ ჰუმანიტარულ დახმარებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ს მიერ ღაზაში ჩამოყრილი ჰუმანიტარული დახმარება, 3 მარტი

ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოწმეები CBS News-თან ამბობენ, რომ 8 მარტს აშშ-ს მიერ ციდან ჩამოყრილ ჰუმანიტარულ დახმარებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, რადგან, სულ მცირე, ერთი პარაშუტი ვერ გაიხსნა და ყუთი მათ დაეცა. შემთხვევა ალ-შათის დევნილთა ბანაკში, ჩრდილოეთ ღაზაში მოხდა, ადგილობრივი დროით 11:30-ზე.

პენტაგონი: სიცრუეა, რომ ჩვენს მიერ ჩამოყრილმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ ხალხი იმსხვერპლა

როგორც CBS-სთან საუბარში ადგილობრივებმა თქვეს, დაღუპულთა შორის ორი ახალგაზრდა კაცი იყო და ამას გარდა, დაშავდა კიდევ 11 ადამიანი. დაღუპულთა ზუსტი ასაკი უცნობია.

ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, 8 მარტს ღაზის სექტორს დახმარება საჰაერო გზით მიაწოდა აშშ-მ, ეგვიპტემ, იორდანიამ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა და ბელგიამ. აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა CBS News-თან თქვა, რომ, წინასწარი შეფასებით, 5 ადამიანის სიკვდილი აშშ-ს ჩამოყრილ დახმარებას არ გამოუწვევია, მაგრამ აღნიშნა, რომ საჭიროა გამოძიების გაგრძელება.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა დახმარების ყუთები, რომლებიც ჰაერიდან პარაშუტის მეშვეობით ნელი ტემპით ეშვებოდა დაბლა, თუმცა ჩანდა რამდენიმე შეფუთვაც, რომლებიც ნახევრად გახსნილი პარაშუტით შედარებით მაღალი სიჩქარით ეშვებოდნენ.

კომენტარები