Dragon ball

ლეგენდარული მანგის, Dragon Ball-ის შემქმნელი, აკირა ტორიამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული მანგის, Dragon Ball-ის შემქმნელი, აკირა ტორიამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. იაპონელის გარდაცვალების მიზეზი მწვავე სუბდურული ჰემატომა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი შექმნილი Bird Studio ავრცელებს

ტორიამას შექმნილი Dragon Ball ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი მანგაა. მის მიხდვით გადაღებულია არაერთი ფილმი და ანიმე. Dragon Ball-ის მანგა პირველად 1984 წელს დაიბეჭდა. გამოსვლიდან დღემდე Dragon Ball-ის მანგის 260 მილიონი ასლი გაიყიდა. 

ტორიამამ ასევე გავლენა იქონია ისეთი ლეგენდარული მანგების შექმნაზე, როგორიცაა One Piece და Naruto.

აკირა ტორიამა 1955 წელს, აიტის პრეფექტურაში დაიბადა. მისი, როგორც კომიქს არტისტის დებიუტი 1978 წელს შედგა ყოველკვირეულ Shonen Jump ჟურნალში, ხოლო მისი შექმნილი Dr Slump-ის სერიები, რომელიც 1980 წელს გამოიცა, მალევე დიდი პოპულარობა მოიპოვა და ტორიამა ბესტსელერი ახალგაზრდა კომიქსის არტისტი გახადა. 

 

 

კომენტარები