დიუნი 2

დიუნი 2 ამერიკის კინოგაქირავების ლიდერია

დიუნი 2
Cavea.ge

Dune 2 ამერიკის კინოგაქირავების ლიდერია. გამხსნელ უიქენდზე ბლოკბასტერმა 76 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

პირველ ნაწილს 80 მილიონიან ბარიერამდე მისაღწევად ორი კვირა დაჭირდა. ფრენკ ჰერბერტის რომანის ახალმა ეკრანიზაციამ ჯამურად $434 მილიონი გამოიმუშავა.

პროგნოზის მიხედვით მეორე დიუნის ბოქსოფისი გაცილებით დიდი იქნება. რასაც რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:

პირველი დიუნი პოსტკოვიდურ პერიოდში გამოვიდა, როდესაც კინოთეატრები ჯერ კიდევ უბრუნდებოდნენ მუშაობის ჩვეულ რიტმს.

მეორე მთავარ მიზეზად შეფასებები სახელდება. პირველ ნაწილთან შედარებით მეორეს გაცილებით მაღალი შეფასება მისცეს, როგორც მაყურებლებმა, ისე კინოკრიტიკოსებმა.

ქართველ მაყურებელს დიუნი 2-ის ნახვა დიდ ეკრანზე უკვე შეუძლია. ბილეთების საყიდლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ამ ბმულს.

კომენტარები