ახალი რუსული კანონი

ღარიბაშვილი: აღვირახსნილი პროპაგანდაა მსოფლიოში – ბაღის ბავშვებს ტრანსგენდერებს აჩვენებენ

რაც შეეხება დაანონსებულ კანონპროექტს - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მესმის, რომ ეს, ერთის მხრივ, ძალიან მგრძნობიარე საკითხია მთელი საზოგადოებისთვის - ჩვენი ხალხის 90%-ზე მეტი ასე არის განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა ამ მავნებელი, პირდაპირ უნდა ითქვას, ანტიეროვნული და ანტიადამიანური პროპაგანდისგან.

დღეს მსოფლიოში აღვირახსნილი პროპაგანდა მიმდინარეობს - ამერიკაში, ევროპაში, ყველგან ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები, აჩვენებენ ბავშვებს და ეუბნებიან პირდაპირ, რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი, შეგიძლიათ შეიცვალოთ. ეს პროპაგანდა მოედო მთელ მსოფლიოს. დღეს არის საგანგაშო ვითარება, ამიტომ ჩვენ გუნდში გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი გუნდის სახელით გააჟღერა ეს ინიციატივა. ეს აუცილებელია [...]

ჩვენ ვართ კონსერვატიული საზოგადოება, მრავალსაუკუნოვანი კულტურითა და ღირებულებებით, ამიტომ ამას სჭირდება სწორი გააზრება და სწორი დაცვა.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა. 29 თებერვალს, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მმართველი გუნდი ორი კვირის ვადაში დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს". 

კომენტარები