ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

სამხრეთ ლიბანში ისრაელის იერიშის შედეგად ჰეზბოლას 3 წევრი, მათ შორის, მეთაური მოკვდა

REUTERS/Mohamed Azakir

სამხრეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ჰეზბოლას 3 წევრი, მათ შორის, ტერორისტული დაჯგუფების მეთაური მოკვდა. ამის შესახებ The Times of Israel-ი ლიბანურ მედიაზე დაყრდნობით წერს

ამავე ინფორმაციით, ჰეზბოლას წევრები სარაკეტო იერიშის დრომ იმყოფებოდნენ მანქანაში, ქალაქ ნაქურას მახლობლად. 

ჰეზბოლამ ისრაელზე ყოველდღიური თავდასხმები 8 ოქტომბერს დაიწყო. ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფება აცხადებს, რომ ამას აკეთებს ჰამას-ისრაელის 7 ოქტომბერს დაწყებულ ომში ღაზის სექტორის მხარდასაჭერად. 

მიმდინარე კვირას ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერზი ჰალევიმ თქვა, რომ ჰეზბოლას "ძალიან ძვირად დაუჯდება" ჩრდილოეთ ისრაელზე თავდასხმები.

კომენტარები