2024 წელს გარდაცვლილები

92 წლის ასაკში იტალიელი რეჟისორი პაოლო ტავიანი გარდაიცვალა

პაოლო ტავიანი
France 24

92 წლის ასაკში იტალიელი რეჟისორი პაოლო ტავიანი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში ძმასთან, ვიტორიო ტავიანისთან ერთად მუშაობდა. 

ძმებმა კარიერა როგორც ჟურნალისტებმა დაიწყეს. 1954 წელს ტავიანებმა პირველი ერთობლივი ნამუშევარი San Miniato, luglio '44 გადაიღეს. კრიტიკოსების პირველი აღიარება 1969 წელს გამოსულმა Sotto il segno dello scorpione-მ მოუტანა. არიან ავტორები ფილმებისა 

1977 წელს გახდნენ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ფილმისთვის Padre Padrone. იგივე ფილმისთვის გადაეცათ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრი. 1982 წელს სურათისთვის La Notte di San Lorenzo გადაეცათ კანის გრან პრი. 1985 წელს ფილმისთვის Kaos გახდნენ ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრიუმფატორები.

ვიტორიო ტავიანი 2018 წელს გარდაიცვალა. ძმის სიკვდილის მერე პაოლომ 2018 წელს ერთადერთი ფილმი Leonora addio გადაიღო.

კომენტარები