ვიღაცები ამბობენ, რომ ამ თემაზე საუბარი გოიმობაა. იცით, გოიმობა რა არის? ფსევდოლიბერალურ ტრენდს რომ გათვითცნობიერებისა და სიღრმეებში ჩასვლის გარეშე აჰყვები, ეს არის გოიმობა - როცა ფსევდოლიბერალურ, მავნებლურ ტრენდს მიჰყვები ისე, რომ ვერ ათვითცნობიერებ და მხოლოდ მოდურობის გამო, რაღაც პოზას იჭერ - ეს არის ნამდვილი გოიმობა.
tbl.ge/6poi
დაკოპირდა

თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
29 თებერვალს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი შეიმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს". მისი განცხადებით, კანონპროექტი პარლამენტში მაქსიმუმ 2 კვირაში დაინიცირდება.
ამავე თემაზე
- კობახიძე: კი ბატონო ცადე რევოლუციის მოწყობა მოდით რა, კეთილი ინებე და ცადე ეს გამჭვირვალედ
- კობახიძე: თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ კანონში არის რაიმე უარყოფითი მზად ვართ მსჯელობისთვის
- გამოქვეყნებამდე ოცნებამ დასკვნის კომენტარზე უარი გვითხრა – ვენეციის კომისიის წევრი
- მოსაყდრემ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს "ლგბტ პროპაგანდის" წინააღმდეგ
- გახარიას პარტიის წევრი: ოჯახურ ღირებულებებთან მიმართებით ოცნების სულისკვეთებას ვიზიარებ




