ქუინსი ფრომსი

ფეხბურთელი, რომელსაც ნიდერლანდების სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, დუბაიში დააკავეს

ნიდერლანდელი ფეხბურთელი, ქუინსი ფრომსი, რომელსაც ნიდერლანდების სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, დუბაიში დააკავეს. ფრომსი მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელია და ის კლუბთან ერთად დუბაიში იმყოფებოდა. ის რუსეთში გაფრენამდე აეროპორტში დააკავეს.

29 თებერვალს ფრომსი თვითმფრინავში ასვლამდე დააკავეს და დუბაის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ორი კვირის წინ, ნიდერლანდების სასამართლომ 1 350 კილოგრამი კოკაინის ტრეფიკინგის გამო 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ფრომსის დაკავება ვერ მოხდა გამომდინარე იქიდან, რომ ის რუსეთში ცხოვრობს. 

ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა დუბაიდან ფრომსის ექსტრადირება ნიდერლანდებში. 

ფრომსს ბელგიის საპორტო ქალაქ ანტვერპენიდან ნიდერლანდებში 1 361 კგ კოკაინის კონტრაბანდა ედება ბრალად. პროკურატურის ინფორმაციით, პრომსთან ერთად კონტრაბანდაში კიდევ რამდენიმე პირია გარეული, მათგან ყველა დაკავებულია. 

არ უთანამშრომლია გამოძიებასთან და არც სასამართლოზე გამოცხადდა. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ფრომსი დანაშაულში მონაწილეობდა. 

ამის მიუხედავად, პროკურატურა ამტკიცებს, რომ მოიპოვეს ფრომსსა და მის პარტნიორებს შორის მიმოწერა, რითიც ფეხბურთელის დანაშაულში მონაწილეობა დასტურდება.

ფრომსს ასევე 1.5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი ოჯახის წევრის დაჭრის გამო.

ნიდერლანდელი ფეხბურთელი მოსკოვის სპარტაკში ამსტერდამის აიაქსიდან 2021 წელს გადავიდა.

 

კომენტარები