ახალი რუსული კანონი

მდინარაძე კანონპროექტზე: ვიღაცას არ უნდა მოუნდეს, დედა და მამა გააქროს ჩვენი საუბრებიდან

დიახ, ყველა ადამიანის უფლება, ნებისმიერი ადამიანის უფლება განუხრელად უნდა იყოს დაცული, ძალიან პრინციპულად, ძალიან მკაცრად, მაგრამ ეს არ უნდა აგვერიოს ჩვენ პროპაგანდაში, არ უნდა აგვერიოს ფსევდოლიბერალური მიმართულების პროპაგანდაში, არ უნდა აგვერიოს იმაში, რომ ხვალ ვიღაცას არ უნდა მოუნდეს, დედა და მამა გააქროს ჩვენი ტერმინოლოგიებიდან და ჩვენი საუბრებიდან, არ უნდა აგვერიოს იმაში, რომ ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად, ჩვენ უნდა დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის უფლება ბოლომდე და არავინ ამ თემას არ უნდა მიეკაროს, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროპაგანდა ამ საკითხების უნდა ვაქციოთ წესად.

როდესაც 2017 წელს ჩვენ ვწერდით კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის კავშირი, ოჯახის შექმნის მიზნით, მაშინ გვსაყვედურობდნენ - რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში, საიდან მოიტანეთ ეს პრობლემა ხო არ არსებობს, ვინ გეუბნებათ, რომ ეს ასე არ არის, რომ ეს არის რაღაც რუსული მიდგომა - ამას გვეუბნებოდნენ არგუმენტების სახით და დღეს თანამედროვე პრობლემებმა, თანამედროვე მსოფლიოში არსებულმა ფსევდოლიბერალურმა მიდგომებმა აჩვენა, რომ დიახ, თურმე 2017 წელს ჩვენ მყარი გარანტია აგვიღია ამ ჩანაწერით, რომ საქართველოში მესამე სქესი ვერ გაჩნდება, რაღაც გენდერულის კვოტით შემოპარებით სხვა რაღაცის დახატვა ისე, რომ რაღაცნაირად შემოგვაპარონ სხვა ტერმინები გარდა ქალისა და მამაკაცისა, სხვა სქესის აღიარების მცდელობები ჰქონდეთ, ასე რომ ვთქვათ მოკლედ, ეს ვერ იქნება.

შესაბამისად, ჩვენ თურმე დავაზღვიეთ 2017 წელს, ძალიან სერიოზული პრობლემა, პრევენცია გავაკეთეთ ამ პრობლემის.

ახლა იგივეს ვაკეთებთ. თანამედროვე გამოწვევა არის ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაზღვევა და საკანონმდებლო დონეზე ჩვენ ამას გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ვინც ამ ღირებულებების გვერდით შეიძლება დადგეს, შემოგვიერთდნენ ამ ინიციატივაში და რაღაც საკითხებში რომ არ ისპეკულირონ, თავად გააჩინონ ინიციატივები, როგორ შეიძლება მოხეს უფლებების დაცვის და პროპაგანდის გამიჯვნა ერთმანეთისგან.

ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ თქვა, რომ მმართველი გუნდიეიმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს". მისი თქმით, კანონპროექტი პარლამენტში მაქსიმუმ ორ კვირაში დაინიცირდება. 

კომენტარები