ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც პირველ მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, პირველ მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდეელ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზ მეფის გამზირის და დემეტრე თავდადებულის ქუჩის მოსახლეობას. 

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის და არსენ იყალთოელის ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IIა, IV, IX, X კვარტლების (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV, V კვარტლების (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, ალექსანდრე ბარამიძის, პეტრე ამირანაშვილის, სამოცდამეცამეტე, გამყრელიძის, სადმელის, ვასილ კაკაბაძის, ჩარგლის, ქეთევან მაღალაშვილის, სამოცდამეშვიდე, ველისციხის, ურეკის, შატილის, აბანოს, აბაის, ანაპის 414-ე დივიზიის, ქუქჩიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, ხვანჭკარის, ტყიბულის, საჩხერის, დომენტი ჟღენტის, რამაზ ჩხიკვაძის, რჩეულიშვილის, ზღვისუბნის, გიორგი ბოთერაშვილი, ცოდნისკარის და გიორგი ირემაშვილის ქუჩების  მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის და ავშნის ქუჩის მოსახლეობას. 

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები