რუსეთის უზენაესი სასამართლო

მოსკოვის საავადმყოფოში რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გარდაიცვალა

TACC

რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ლებედევი მოსკოვში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კომერსანტი სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ლებედევი საავადმყოფოში დაიღუპა, ხოლო გარდაცვალების მიზეზი კიბო გახდა.

გარდა ამისა, რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას დროებით სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პიოტრ სერკოვი შეასრულებს.

ვიაჩესლავ ლებედევი მოსამართლედ მუშაობდა 1970 წლიდან. 1977 წელს ხელმძღვანელობდა მოსკოვის ჟელეზნოდოროჟნის რაიონულ სახალხო სასამართლოს. 1986-1989 წლებში იყო მოსკოვის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. 1989 წლის ივლისში ხელმძღვანელობდა რსფსრ უზენაეს სასამართლოს, 1991 წლიდან კი რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტის იკავებდა.

ლებედევის დროს უზენაესმა სასამართლომ არარსებული "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა" ექსტრემისტულად გამოაცხადა და ასევე უფლებადამცველი ორგანიზაციის საერთაშორისო მემორიალის ლიკვიდაციის განკარგულება გასცა.

კომენტარები