რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შვედეთი უკრაინას 630 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს

შვედეთი უკრაინას რიგით მეთხუთმეტე, ყველაზე დიდი მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ადგილობრივი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, უკრაინისთვის გამოყოფილი პაკეტის ღირებულება 630 მილიონ ევროს შეადგენს.

სამხედრო დახმარების პაკეტი 10 სადესანტო საბრძოლო კატერს, 20 სადესანტო კატერს, წყალქვეშა აღჭურვილობას, საზენიტო სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო რობოტებს, ნაღმმტყორცნებს, საარტილერიო ჭურვებს, სამედიცინო აპარატურასა და სასწრაფო დახმარების მანქანებს მოიცავს.

გარდა ამისა, ფონდებიდან თანხა დაიხარჯება უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის შესაძენად და სხვადასხვა ტიპის საწვრთნელ პროგრამებზე.

შვედეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემულმა სხვადასხვა ტიპის დახმარების პაკეტების საერთო ღირებულებამ 2.7 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

კომენტარები