რუსეთი

ეკატერინბურგში ВСУ-სთვის ფულის შეგროვების ბრალდებით რუსეთისა და აშშ-ს მოქალაქე დააკავეს

ეკატირენბურგში დაკავებული აშშ-სა და რუსეთის მოქალაქე
Noviy Den

ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ეკატერინბურგში დააკავა რუსეთისა და აშშ-ს მოქალაქე ქსენია კარელინა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფულადი სახსრების შეგროვება ედება ბრალად.

ლოს-ანჯელესში მცხოვრები კარელინა რუსეთში დაიბადა და გაიზარდა, აშშ-ს მოქალაქეობა კი მოგვიანებით, 2021 წელს მიიღო.

სპეცსამსახურების ვერსიით, კარელინა "2022 წლის თებერვლიდან ერთ-ერთი უკრაინული ორგანიზაციის ინტერესებისთვის აქტიურად ფულად სახსრებს აგროვებდა". გარდა ამისა, მან "არაერთხელ მიიღო მონაწილეობა უკრაინის მხარდამჭერ საჯარო აქციებში".

მოგვიანებით ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დაკავებული კარელინას წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაყვანის კადრები გამოაქვეყნა.

კომენტარები