ალექსეი ნავალნის სიკვდილი

ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით ბრიტანეთმა რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარა

GETTY IMAGES

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს. უწყების ინფორმაციით, ამის მიზანია, "მკაფიოდ გაცხადდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებას სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ".

"მისი სიკვდილი სრულად და გამჭვირვალედ უნდა იყოს გამოძიებული". - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აქამდე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნავალნის სიკვდილზე პასუხი უნდა აგოს.

16 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურმა გაავრცელა.

კომენტარები