ალექსეი ნავალნის სიკვდილი

ხოდორკოვსკი: ნავალნის სიკვდილზე პირადად ვლადიმირ პუტინია პასუხისმგებელი

მიხეილ ხოდორკოვსკი
Matt Dunham / AP Photo

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილს გამოეხმაურა დევნილი ბიზნესმენი მიხაილ ხოდორკოვსკი.

"თუ ეს სიმართლეა, ფორმალური მიზეზის მიუხედავად მის ნაადრევ სიკვდილზე პირადად ვლადიმირ პუტინია პასუხისმგებელი, რომელმაც ალექსეი ჯერ მოწამლა, შემდეგ კი დააპატიმრა". – ამბობს ხოდორკოვსკი.

16 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა.

მიხაილ ხოდორკოვსკი 1995-2003 წლებში ნავთობის კომპანია ЮКОС-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იყო, რომელსაც რუსეთის სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2013 წელს ხოდორკოვსკიმ საპრეზიდენტო შეწყალება მიიღო. ამჟამად ბიზნესმენი უცხოეთში ცხოვრობს, ის პუტინის ხელისუფლებას და უკრაინაში მიმდინარე ომს აკრიტიკებს.

კომენტარები