ალექსეი ნავალნის სიკვდილი

პესკოვი ნავალნიზე: არ ვიცი სიკვდილის მიზეზი, მედიკოსებმა უნდა დაადგინონ

ალექსეი ნავალნი

16 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა.

ოპოზიციონერის სიკვდილს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი:

"რამდენადაც ვიცი ფედერალური პენიტენციური სამსახური ყველა მოქმედი წესის დაცვით არკვევს მომხდარის დეტალებს. საქმე არ საჭიროებს განსაკუთრებულ მითითებებს, ვინაიდან ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს განსაზღვრული წესები. არ ვიცი სიკვდილის მიზეზი, მედიკოსებმა უნდა დაადგინონ". – ამბობს პესკოვი.

რუსული მედიების ცნობით ვლადიმირ პუტინი ნავალნის სიკვდილის შესახებ უკვე ინფორმირებულია.

კომენტარები