არჩევნები 2024

ჯაფარიძე: ჩვენი მხარდამჭერების რიცხვი იზრდება – ეს აშინებს ქართულ ოცნებას

არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი ამოცანა ორპოლუსიანი მოცემულობის შეცვლაა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ველზე ბოლო წლებში დამკვიდრდა. კერძოდ, ის, რომ ქართული ოცნება თავისი პროპაგანდის მეშვეობით, ადამიანებს აშინებს, რომ მათი დამარცხება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლას ნიშნავს. ლელო ამ მითს ამსხვრევს.

ჩვენი პარტია მოწოდებულია იმისთვის, რომ იმ ამომრჩევლების კონსოლიდაცია მოახდინოს, რომელსაც ქართული ოცნება აღარ უნდა, მაგრამ არც ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება სურს. ამიტომ, ჩვენ სწორედ ასეთ ამომრჩევლებთან ვმუშაობთ. ჩვენი მხარდამჭერების რიცხვი იზრდება - ეს აშინებს ქართულ ოცნებას. ადამიანების მხრიდან ყოველდღიურად ვხედავთ მზაობას იმისთვის, რომ ლელოს შეუერთდნენ და ჩვენი პარტიის მხარდამჭერები გახდნენ.

ასე უპასუხა TV პირველის ეთერში პარტია ლელოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ ინგა გრიგოლიას კითხვას იმის შესახებ, მისი აზრით, რატომ გახდა ლელო ბოლო პერიოდში ქართული ოცნების ლიდერების სამიზნე.

კომენტარები