ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ირლანდიის ქალთა კალათბურთის ნაკრებმა ისრაელის გუნდს ხელი არ ჩამოართვა

EuroBasket 2025-ის ჩემპიონატის ფარგლებში, ირლანდიის ქალთა საკალათბურთო ნაკრებმა თამაშის დაწყებამდე უარი თქვა, ისრაელის გუნდისთვის ხელის ჩამორთმევაზე.

მანამდე, ისრაელელმა კალათბურთელმა დორ საარმა ირლანდიის გუნდი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა, რასაც ირლანდიაში კალათბურთის ხელმძღვანელმა ორგანომ "პროვოკაციული და სავსებით არასწორი" უწოდა.

დორ საარის თქმით, "ცნობილია, რომ ისინი [ირლანდიის ნაკრები] საკმაოდ ანტისემიტურები არიან, რაც საიდუმლო არაა".

მოგვიანებით, ირლანდიის კალათბურთის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ თამაშის დაწყებამდე მათი ნაკრები ისრაელის გუნდთან ტრადიციულ ზომებში მონაწილეობას არ მიიღებდა. ეს "საჩუქრების გაცვლას, თამაშამდე და თამაშის შემდეგ ხელის ჩამორთმევას, ხოლო ეროვნული ჰიმნის მოსმენის დროს დარბაზის ცენტრის ნაცვლად სკამებთან დადგომას" გულისხმობდა.

ისრაელმა თამაში ანგარიშით 87-57 მოიგო.

კომენტარები