საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ეროვნული ნაკრები/FB

პარიზში უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები B დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ჩეხეთი, უკრაინა და ალბანეთი იქნებიან.

ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩები 2024 წლის სექტემბერ-ნოემბერში გაიმართება, მეოთხედფინალები 2025 წლის მარტში, ფინალური ეტაპის შეხვედრები კი 2025 წლის ივნისში ჩატარდება.

ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახლავთ.

კომენტარები