ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: ხან იუნისში ავიყვანეთ ტერორისტები, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ

Israel Defense Forces

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში ხან იუნისის ტერიტორიაზე ისრაელელმა ჯარისკაცებმა ათობით ტერორიზმში ეჭვმიტანილი აიყვანეს, მათ შორის ჰამასის ის ტერორისტები, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმაში იღებდნენ მონაწილეობას. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ უჯრედთან ორმხრივ სროლაში ათობით შეიარაღებული პირი მოკვდა. 

როგორც ცნობილია, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ აყვანილი ტერორისტები ჰამასის ელიტური დანაყოფის, ნუხბას წევრები იყვნენ. ისრაელელმა ჯარისკაცებმა რეიდი მაგლანის უბანში ჰამასის ერთ-ერთი წევრის სახლში მოაწყვეს, რომელსაც ტერორისტები სამალავად იყენებდნენ. ამავე სახლში IDF-მ იპოვა ამუნიციის მარაგები, ყვინთვის აღჭურვილობა და ყუმბარის გამშვები მოწყობილობები. 

კომენტარები