მიხეილ სააკაშვილი

კობახიძე სააკაშვილზე: სხვებთან შედარებით, სასჯელს პალატაში იხდის – მე ამით დავითრგუნებოდი

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის რიტორიკა რა იყო. პირდაპირ იმას ამბობდნენ, რომ მას დღეები ჰქონდა დარჩენილი. ამას, დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში იძახდნენ. დღეს კი ეს ადამიანი პოლიტიკაში ჩაერთო. შეგიძლიათ, თავად განსაჯოთ, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ არა. 

მინდა, შეგახსენოთ, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი ციხეშიც კი არ არის. ის კლინიკაში, 2-ოთახიან პალატაში იმყოფება. შეიძლება, ადამიანი დაითრგუნოს იმით, რომ ის სხვა პატიმრებთან შედარებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია. სხვა მსჯავრდებულებს პატიმრობის ვადის მოხდა საკანში უწევთ, სააკაშვილი კი 2-ოთახიან პალატაშია. მორალური შეხედულებიდან გამომდინარე, მე ამით დავითრგუნებოდი. არ ვიცი, სააკაშვილი ამით რამდენად ითრგუნება.

ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვას პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ. საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში, საკანონმდებლო ორგანოში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს, სადაც კობახიძე მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

კომენტარები