უამინდობა დასავლეთ საქართველოში

უამინდობის გამო 7 თებერვალს რამდენიმე რეისი უქმდება – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, 7 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები: 

მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლები:

  • ბათუმი-თბილისი №801
  • ზუგდიდი-თბილისი № 869
  • თბილისი-ბათუმი № 804
  • თბილისი-ფოთი 874.

ასევე, საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები:

  • ზესტაფონი-ხაშური №6446
  • ხაშური-ზესტაფონი №6418
  • და ხვალ დილის ზესტაფონი-ხაშური №6417.

როგორც რკინიგზის განცხადებაშია ნათქვამი, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

კომენტარები