სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, პრაქტიკულად, თავისი პატრონის მიერ დაწერილი სიტყვა წაიკითხა, სადაც დაურეკეს და უთხრეს - სალო, გეყოფა ევროტურები, ახლა შექმენი ფანჩატურები. ახლა შექმნის ფანჩატურს. მას ჯერ ფანჩატურის შექმნა დაანონსებული არ ჰქონდა, როცა ნიკა გვარამია გამოვარდა და თქვა, მთავარი იდეოლოგი მე ვიქნებიო [...] შემდეგ, ლევან ხაბეიშვილი გამოვიდა და განაცხადა, რომ მე დინამოს ვიმღერებ კარგადო. მამუკა ხაზარაძემ მე მუსტანგით მოგემსახურებითო და სალომეს ფანჩატური შედგა, რომელიც იგივე ბედს გაიზიარებს, რაც შალიკოს ფანჩატურს მოუვიდა.
სალომე ზურაბიშვილი
მაჭარაშვილი: დაურეკეს და უთხრეს – სალო, გეყოფა ევროტურები, ახლა შექმენი ფანჩატურები
tbl.ge/6orz
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი, მოძრაობა ხალხის ძალის წევრი, გურამ მაჭარაშვილი. პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყანას მომავლის დანახვა და ერთობა სჭირდება, რის გამოც, ის გამოდის ინიციატივით, შეიქმნას "მომავლის ქარტია" სახელწოდებით "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის".
პრეზიდენტის თქმით, მას სურს, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს და ყველა პოლიტიკურ აქტორსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდეს და ევროპულ პრიორიტეტებზე ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნას.
ამავე თემაზე
- სალომე ზურაბიშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგებას დაესწრო
- ზურაბიშვილი: ამერიკა და ევროპა, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, საქართველოს რუსეთთან კარგავენ
- ზურაბიშვილი: ეს არჩევნები შემოგდებული თემაა, არ ვეთანხმები მათ, ვინც მონაწილეობს
- ზურაბიშვილი: მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ
- ზურაბიშვილი: დემოკრატია არასდროსაა გარანტირებული - ის უნდა მოვიპოვოთ ყოველდღიურად




