ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

Israel Hayom: ბლინკენი IDF-ის უფროსს შეხვდება, რადგან ნეთანიაჰუმ მასთან საუბარზე უარი თქვა

AP Photo/Mark Schiefelbein, Pool and Flash90

ისრაელური გამოცემის, Israel Hayom-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პირველად ისრაელის თავდაცვის ძალების უფროსს, ჰერცი ჰალევის პირისპირ შეხვდება. როგორც ცნობილია, მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისმა დაადასტურა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარი თქვა ბლინკენის ოფისის შეთავაზება შეხვედრაზე. 

Israel Hayom-ის ცნობით, ნეთანიაჰუს ოფისმა ბლინკენს თავად შესთავაზა ჰერცი ჰალევისთან შეხვედრა პრემიერმინისტრის ბლინკენთან მუდმივი კომუნიკაციის ფარგლებში. 

ენტონი ბლინკენი ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ ისრაელში მეხუთე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. წინა ვიზიტების დროს ბლინკენი და ჰერცი ჰალევი მხოლოდ მრგვალი მაგიდის ფორმატში, სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად ხვდებოდნენ ერთმანეთს. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჰალევის და ბლინკენის პირველი tête-à-tête შეხვედრა 7 თებერვალს გაიმართება. 

კომენტარები