სამთავრობო ცვლილებები

ჩიქოვანი: ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ივანიშვილის როლი განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში, ეროვნული ინტერესების წამოწევაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციაში და რეალურად ევროპულ ტრანსფორმაციაში. 

დიდი პატივია პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ბატონი ირაკლი კობახიძის ნდობა. სამშობლოსადმი მისი ერთგულება, საქმისადმი მისი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და დაუღალავი შრომა სამაგალითოა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტისთვის. 

თქვა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვასთან დაკავშირებულ კომიტეტის სხდომაზე. 

კომენტარები