2024 წელს გარდაცვლილები

ROCKY-სა და PREDATOR-ის ვარსკვლავი კარლ უეზერსი გარდაიცვალა

კარლ უეზერსი
Befunky

76 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი კარლ უეზერსი გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობი მენეჯერი ავრცელებს.

მენეჯერის თქმით მსახიობი "სახლში, მშვიდ გარემოში გარდაიცვალა". სიკვდილის ზუსტი მიზეზი არ სახელდება.

"კარლი იყო გამორჩეული ადამიანი, რომელმაც ექსტრაორდინალურად იცხოვრა. მან თაობებს დაუტოვა წარუშლელი კვალი. ის იყო საყვარელი ძმა, მამა, ბაბუა, პარტნიორი და მეგობარი". – წერია ოჯახის განცხადებაში.

უეზერსმა კარიერა როგორც ამერიკული ფეხბურთის მოთამაშემ დაიწყო. 70-იანი წლების დასაწყისში იყო Oakland Raiders-ისა და BC Lions-ის წევრი. 1974 წელს დაასრულა სპორტული კარიერა და ძალები მსახიობის ამპლუაში მოსინჯა. 

პირველი დიდი წარმატება 1976 წელს სპორტულ დრამა როკიში შესრულებულმა აპოლო კრიდის როლმა მოუტანა. პერსონაჟი უეზერსმა კიდევ სამ ნაწილში განასახიერა.

შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში Predator, Close Encounters of the Third Kind, Action Johnson, Happy Gilmore, Little Nicky, Toy Story 4, Starsky and Hutch, The Shield, The Mandalorian.

2021 წელს სერიალ The Mandalorian-ში შესრულებული როლისთვის მიიღო ემის ნომინაცია.

კომენტარები