ენმ

ხაბეიშვილი: ოზურგეთში ავაშენებთ ყველაზე დიდი აეროპორტს დასავლეთ საქართველოში

ოზურგეთში მოსახლეობის 30%, 25 000 ადამიანი, ფაქტობრივად, გაიქცა ქვეყნიდან უკანასკნელ ხუთ წელიწადში. ოზურგეთში 50%-ს მოსახლეობის არ აქვს წყალი, ოფიციალურად, 53% არის სოციალურად დაუცველი, 70%-ს არ აქვს კანალიზაცია და ტრაგიკულია, როცა ვსაუბრობთ 25 000 გასულ ადამიანზე მხოლოდ ოზურგეთიდან და 5 წლის განმავლობაში. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჰპარავს შესაძლებლობას საქართველოს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი და ღირსეული სამუშაო ადგილები. ახლა ვიმყოფებით მერიაში, სადაც "ნაციონალური მოძრაობა", "გამარჯვების კოალიცია" გამარჯვებისთანავე, ცხადია, ააშენებს ყველაზე დიდ აეროპორტს დასავლეთ საქართველოში, რომელიც იქნება ლოჯისტიკური ცენტრი, ნამდვილი ჰაბი და შექმნის მაღალანაზღაურებად, ათი ათასობით სამუშაო ადგილებს. ჩვენი მოქალაქეები არა თუ გაიქცევიან, მათ შორის ოზურგეთიდან, არამედ საქართველოშივე შეძლებენ ღირსეული ანაზღაურების მოპოვებას და ღირსეულ დასაქმებას.

[...] ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ აი აქ, სადაც ახლა მე ვიმყოფები, აშენდება ყველაზე დიდი აეროპორტი, შეიქმნება ლოჯისტიკური ცენტრი და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ ღირსეული შემოსავალი.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები